"მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია", - დი მარიამ პოგბა შეაქო
"იუვენტუსის" შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ თანაგუნდელ პოლ პოგბას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა.
არგენტინელმა ფრანგის შესახებ კომენტარი მექსიკურ "გვადალახარასთან" (2:0) გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ გააკეთა.
"პოგბა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. "იუვენტუსის" ნახევარდაცვას ხარისხს მატებს", - ციტირებს დი მარიას სიტყვებს "ბიანკონერის" ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, პოგბა "იუვენტუსში" ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა. აქამდე იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.
აღსანიშნავია, რომ "ბებერი ქალბატონის" რიგებში დი მარიაც მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ჩაირიცხა, "პსჟ"-სთან კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.