ავტორიზაცია

"რომას დირექტორმა 10-ნომრიანი მაისური შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი", - დიბალამ მიზეზიც განმარტა

"რომას დირექტორმა 10-ნომრიანი მაისური შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი", - დიბალამ მიზეზიც განმარტა
თარიღი 24 Jul 2022, 10:59

"რომას" ახალწვეულმა, პაულო დიბალამ განმარტა, თუ რატომ თქვა უარი 10-ნომრიან მაისურზე, რომელიც ლეგენდარულ ფრანჩესკო ტოტის ეკუთვნოდა.

მოგეხსენებათ, არგენტინელი რომაული კლუბის ღირსებას 21 ნომრით დაიცავს.

"დირექტორმა ათიანი შემომთავაზა - აქ ეს ნომერი ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რაც ტოტის გაუკეთებია და მას უნდა დარჩეს. მათ მადლობა გადავუხადე, რადგან ასეთი მაისურისადმი პატივისცემა და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინო".

"შეიძლება ოდესმე მოვირგო, მაგრამ დღესდღეობით 21 ნომრით კმაყოფილი ვარ. სწორედ ამ ნომრით დავიწყე გამარჯვება და მიჯაჭვული ვარ", - ციტირებს დიბალას სიტყვებს Goal.com-ი.

ცნობისთვის, 28 წლის სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავი "რომას" ამ ზაფხულს "იუვენტუსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.