ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბები ევროპის ტოპ 5 ლიგის საუკეთესო დრიბლიორით ინტერესდებიან

პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბები ევროპის ტოპ 5 ლიგის საუკეთესო დრიბლიორით ინტერესდებიან
თარიღი 24 ივლ 2022, 11:21

"ნიუკასლის" გარემარბმა, ალან სენ-მაქსიმენმა კარიერა შესაძლოა "ჩელსიში" ან "ტოტენჰემში" გააგრძელოს, იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგის შეღავათიან ფასად ხელში ჩაგდების იმედით, "კაჭკაჭებს" კიდევ რამდენიმე ევროპულმა კლუბმა მიმართა.

მიუხედავად ამისა, "ნიუკასლი" მზადაა სენ-მაქსიმენი მხოლოდ არანაკლებ 40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაყიდოს.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის შემტევი 2021/22 წლების სეზონში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორი გახდა.

ინგლისის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში სენ-მაქსიმენმა ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.