ავტორიზაცია

პსჟ-ს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ნეიმარის მომავალზე განცხადება გააკეთა

პსჟ-ს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ნეიმარის მომავალზე განცხადება გააკეთა
თარიღი 24 ივლ 2022, 11:58

"პარი სენ ჟერმენის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ გუნდის თავდამსხმელის, ნეიმარის მომავალზე დასმულ კითხვას უპასუხა.

– ნეიმარმა ამხანაგურ მატჩებში ითამაშა. დარწმუნებული ხარ თუ არა მის მომავალში?

"ნეიმარი ბედნიერია, წინასასეზონო მზადების დაწყებიდანვე კარგად მუშაობს", - ციტირებს 55 წლის ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს L'Equipe.

"არ ვიცი, რა მოხდება სატრანსფერო ფანჯარაზე, ნეისთან პირისპირ ეს საკითხი არ განმიხილავს. თუმცა, როგორც ჩანს, არ ანაღვლებს ის, რასაც მასზე ლაპარაკობენ. სიამოვნებით ვარჯიშობს", - დასძინა გალტიემ.

მოგეხსენებათ, 30 წლის ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.