ავტორიზაცია

ანჩელოტი: "გასულ სეზონთან შედარებით, რეალს ახლა უფრო უკეთესი შემადგენლობა ჰყავს"

ანჩელოტი: "გასულ სეზონთან შედარებით, რეალს ახლა უფრო უკეთესი შემადგენლობა ჰყავს"
თარიღი 25 ივლ 2022, 10:36

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მადრიდული გუნდის შემადგენლობით კმაყოფილია.

"რეალის" შემადგენლობაში მაღალი კონკურენციაა, ბევრი ფეხბურთელი გვყავს. გასულ სეზონთან შედარებით, ახლა უფრო კარგი შემადგენლობაა. ვარჯიშების ინტენსივობა გაიზარდა".

"რუდიგერი ფლანგზე მომეწონა. შეშლილი არ ვარ და ვიცი, რომ ეს მისი პოზიცია არ არის, მაგრამ ძალიან ჭკვიანია. მარცხენა ფლანგზე თამაში და ალაბასთან პოზიციების ცვლა შეუძლია".

"დავიდი მარცხნივ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ითამაშებს. გასულ წელს შექმნილი ცენტრალური მცველების წყვილის დაშლა არ მინდა".

"ასენსიოსა და სებალოსის თაობაზე არ ვღელავ. კონკურენცია გაიზარდა, მაგრამ ისინიც კარგად მუშაობენ. გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.