ავტორიზაცია

ტენ ჰაგი ანტონის შეძენას დაჟინებით ითხოვს, მანჩესტერ იუნაიტედი და აიაქსი ფასზე ვერ თანხმდებიან

ტენ ჰაგი ანტონის შეძენას დაჟინებით ითხოვს, მანჩესტერ იუნაიტედი და აიაქსი ფასზე ვერ თანხმდებიან
თარიღი 25 Jul 2022, 10:45

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "აიაქსის" გარემარბის, ანტონის შეძენა სურს.

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, ინგლისური კლუბი 22 წლის შემტევის ხელში ჩაგდებას ბოლოჯერ ეცდება.

ამსტერდამელებს ბრაზილიელის გაშვება არ უნდათ, "ეშმაკუნებს" კი მათი ფინანსური მოთხოვნები არ აკმაყოფილებთ. მანიკუნიანელებმა აქამდე 60 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთეს, მაგრამ ჰოლანდიური კლუბი უფრო მეტს ითხოვს. ანტონის ამ ზაფხულს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებენ, თუ მასში 80 მილიონს მიიღებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "აიაქსის" მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს, მაგრამ შეთავაზებას გაზრდის.

როგორც აღინიშნება, ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში, კომპენსაციის სახით 15 მილიონზე მეტს მიიღებს "სან პაულუ", ანტონის ყოფილი კლუბი.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს ახალგაზრდა გარემარბის თავისი გუნდის რიგებში ხილვა ძალიან უნდა, ვისთან ერთადაც იგი სწორედ "აიაქსში" მუშაობდა. ჰოლანდიელი სპეციალისტის აზრით, ანტონის შეუძლია პრემიერ ლიგის ვარსკვლავად იქცეს და ფიქრობს, რომ ბრაზილიელის ასეთ დიდ თანხად დამატება რისკია, რომელზე წასვლაც ღირს.

"აიაქსს" ანტონის ამ ზაფხულს გაშვების არც სურვილი და არც საჭიროება არ აქვს. კლუბმა აქამდე სოლიდურ თანხად რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდა: ლისანდრო მარტინესი ("მანჩესტერ იუნაიტედში"), სებასტიან ალერი ("დორტმუნდში") და რაიან გრავენბერხი ("ბაიერნში").

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ამსტერდამელთა რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.