ლაპორტა: "მესის წინაშე ვალში ვარ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, ასე უნდა მოვქცეულიყავი"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბის ექს-თავდამსხმელ ლიონელ მესის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობს.
მოგეხსენებათ, კატალონიურმა გრანდმა გასულ ზაფხულს 35 წლის არგენტინელს ახალი კონტრაქტი ვერ გაუფორმა, შედეგად იგი უფასოდ "პსჟ"-ს შეუერთდა.
– გაქვთ შეგრძნება, რომ მესის წინაშე ვალში ხართ?
"დიახ, მორალური თვალსაზრისით. ვფიქრობ, როგორც "ბარსას" პრეზიდენტმა, გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ პიროვნულ დონეზე მის წინაშე ვალში ვარ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს ESPN Deportes-ი.
მოგეხსენებათ, მესი "ბარსელონას" ღირსებას 2004 წლიდან 2021 წლამდე იცავდა და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია.