კლოპი ტრანსფერებზე: "ამ ზაფხულს ლივერპული ახალ ფეხბურთელებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყიდის"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მერსისაიდული კლუბი ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელების ყიდვას აღარ აპირებს.
"თუ რომელიმე ფეხბურთელი ტრავმას არ მიიღებს ან ვინმე არ გაიყიდება, ჩვენი შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებულია. ვიმედოვნებ, ასეთი რამ არ მოხდება, რათა "ლივერპულის" გულშემატკივრები სხვა რაღაცებზე იყვნენ კონცენტრირებულები".
– შეიძლება ვინმემ დატოვოს "ლივერპული"?
"ასეთ რაღაცებზე არ ვლაპარაკობ, კარგად იცით. შეხედეთ შედეგს და არა პროცესს - არ დაივიწყოთ ამის შესახებ!", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports-ი.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ინგლისურმა გრანდმა დარვინ ნუნიესი (თავდამსხმელი), ფაბიუ კარვალიო (შემტევი ნახევარმცველი) და კელვინ რემზი (მარჯვენა მცველი) შეიძინა.