ავტორიზაცია

ტიაგო ლივერპულის შესახებ: "ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მინდა"

ტიაგო ლივერპულის შესახებ: "ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მინდა"
თარიღი: 25 ივლ 2022, 12:13

"ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა მერსისაიდელებთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგებას აპირებს.

"ახლა წინასასეზონო მზადების რთული ნაწილი იწყება. უფრო ინტენსიურად ვიწყებთ სირბილს და თამაშს. ყველაფერი ნორმალურად მიდის".

"ყოველთვის ის მინდა, რომ მაქსიმალურად მზად ვიყო. არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ ჩვენი საფეხბურთო იდეების თვალსაზრისითაც".

"ყოველთვის გუნდურ მიღწევებზე ვფიქრობ: ყველა შესაძლო ტიტულისა და რაც შეიძლება ბევრი მატჩის მოგებაზე, მაღალი შედეგის ჩვენებაზე", - ციტირებს მერსისაიდელთა ფეხბურთელის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

მოგეხსენებათ, 31 წლის ესპანელი "ლივერპულში" 2020 წლის სექტემბერში "ბაიერნიდან" 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.