ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — ცნობილია თანხა, რომელსაც ბარსელონა სევილიას კუნდეს სანაცვლოდ გადაუხდის

შეთანხმება მიღწეულია — ცნობილია თანხა, რომელსაც ბარსელონა სევილიას კუნდეს სანაცვლოდ გადაუხდის
თარიღი 25 ივლ 2022, 16:25

"სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე "ბარსელონაში" გადადის, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი,

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბები 50 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

როგორც აქამდე დაიწერა, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" თავად 23 წლის ფრანგთან 4-წლიან კონტრაქტზე მიაღწიეს კომპრომისს.

აღინიშნება, რომ კუნდეს შეძენა კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის, ხავის განსაკუთრებული სურვილი იყო. გარიგების დახურვის შემდეგ, გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ესპანელი სპეციალისტის მოთხოვნები ბოლომდე შესრულდება.

ცნობისთვის, "სევილიას" მცველს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.