ჩელსი კუნდეს გამო გაბრაზდა და თავისი ფეხბურთელების ბარსელონაში ტრანსფერი დაბლოკა
"ჩელსი" "ბარსელონაზე" გაბრაზდა და თავის ორ ფეხბურთელს კატალონიურ გრანდში არ გაუშვებს, იტყობინება Diario Sport-ი.
კატალონიელები დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდნენ მცველების, სესარ ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებზე მოლაპარაკებებს.
მიუხედავად ამისა, ლონდონელებმა ესპანელი უკანახაზელების "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ტრანსფერის დაბლოკვა გადაწყვიტეს.
ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ "ბარსელონა" "სევილიას" მცველ ჟიულ კუნდესთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო, რომლის ხელში ჩაგდებით "ჩელსიც" ინტერესდება და 65 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა.
თუმცა, აქამდე გავრცელებული ცნობით, "ბარსამ" კუნდეს 50-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.