ჩელსი კუნდესთვის ბრძოლიდან გამოსვლას აპირებს - ფრანგი მცველი ბარსელონას უფრო და უფრო უახლოვდება
„ჩელსი“ შესაძლოა „სევილიას“ მცველზე, ჟულ კუნდეზე ბრძოლას გამოეთიშოს.
როგორც The Guardian იტყობინება, ლონდონური კლუბი ეჭვობს, რომ ამ ეტაპზე კუნდესთვის ბრძოლაში „ბარსელონა“ გალიდერდა, რადგან ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება სწორედ კატალონიურ გრანდში სურს.
ამის გამო, „ჩელსი“ ბრძოლიდან გასვლის და სხვა ვარიანტებზე გადართვის შესაძლებლობას ოფიციალურად გაუკეთებს.
„პენსიონერებმა“ „სევილიას“ 55 მილიონი ფუნტი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად შესთავაზეს, თუმცა თანხმობა ჯერ არც კლუბისგან მიუღიათ და არც უშუალოდ ფეხბურთელისგან. ფეხბურთელი არ მალავს, რომ „ბარსელონაში“ გადასვლა ურჩევნია.
ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების შემდეგ, „ბარსელონა“ თავს თავდაჯერებულად გრძნობს და ფიქრობს, რომ ტრანსფერთან უფრო და უფრო ახლოსაა.