ავტორიზაცია

გარი ნევილი: "ფრენკიმ ბარსელონას სასამართლოში უნდა უჩივლოს, რასაც ეს კლუბი აკეთებს ამორალურია"

გარი ნევილი: "ფრენკიმ ბარსელონას სასამართლოში უნდა უჩივლოს, რასაც ეს კლუბი აკეთებს ამორალურია"
თარიღი 25 Jul 2022, 21:21

„მან იუნაიტედის“ ყოფილი მცველი გარი ნევილი ფიქრობს, რომ ფრენკი დე იონგმა „ბარსელონას“ სასამართლოში უნდა უჩივლოს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხავიმ ფრენკის განუცხადა, გუნდში დარჩენა თუ გინდა, ხელფასი სულ მცირე ნახევრით მაინც უნდა შეიმციროო.

„დე იონგმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩივილის ვარიანტი უნდა განიხილოს და ყველა ფეხბურთელმა მხარი უნდა აუბას. 

ის, რამდენსაც ეს კლუბი ახალწვეულებზე ხარჯავს, მაგრამ პარალელურად მოქმედ ფეხბურთელებს ხელფასს სრულად ვერ უხდის - ამორალურია და უბრალოდ დარღვევაა.

FIFPro-მ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ მსგავსი დაცინვა აკრძალოს.“ - წერს ინგლისელი ფეხბურთელი.

აქტიურად იწერება, რომ „ბარსელონას“ დე იონგის ვალი 20 მილიონ ევრომდე აქვს.