"დარწმუნებული ვარ, რომ მენდეში ამ სამ გუნდთან შეთანხმებას ჯერ კიდევ შეეცდება", - ფაბრიციო რომანო რონალდუზე

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ჯერ კიდევ შესაძლოა რომელიმე სხვა გუნდში ვიხილოთ>
„ყველამ ვიცით, რომ „ჩელსის“ რონალდუს დამატება შესთავაზეს. ჟორჟე მენდეშმა ეს ტრანსფერი კლუბთან განიხილა, მაგრამ თომას ტუხელმა 10-15 დღის წინ უარი თქვა. მას ეს ფეხბურთელი არ სურდა.
თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მენდეში, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ჯერ კიდევ შეეცდება „ჩელსისთან“, „ბაიერნთან“ ან „ატლეტიკოსთან“ შეთანხმებას.“ - აღნიშნა ფაბრიციო რომანომ იუთუბ-არხ Que Golazo-ს სტუმრობისას.
დღეს რონალდუ მანჩესტერში დაბრუნდა და ხელმძღვანელობას მის მომავალზე გაესაუბრება - კლუბი აგრძელებს მტკიცებას რომ ის არ იყიდება, ფეხბურთელს კი გუნდიდან წასვლა სურს.