ტენ ჰაგი რონალდუსთვის აზრის შეცვლას შეეცდება, მაგრამ რთული იქნება - პორტუგალიელი ვარჯიშს დღეს განაახლებს
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის" დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც ცნობილია, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გუშინ მანჩესტერში ჩაფრინდა, რათა ხელმძღვანელობასთან თავისი მომავალი განიხილოს.
Marca-ს ინფორმაციით, მანკუნიანელთა მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი შეეცდება, რონალდუს გადააფიქრებინოს და გუნდში დარჩენაზე დაიყოლიოს, რადგან სურს, რომ პორტუგალიელი მისი ახალი პროექტის ლიდერი იყოს.
თუმცა, წყარო იმასაც ამატებს, რომ ამის გაკეთება რთული იქნება, რადგან რონალდუს გეგმები არ შეცვლილა - მისი პრიორიტეტი კვლავაც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაა.
რონალდუს არ სურს, კლუბში კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი გახდეს, ამიტომ ვარჯიშს განაახლებს და თავისი მომავლის გადაწყვეტას დაელოდება.