"13 წლიდან მაკრიტიკებენ და ჩუმად ვარ", - ნეიმარმა კრიტიკოსებს უპასუხა
„პსჟ-ს" შემტევმა ნეიმარმა თავის მიმართ კრიტიკაზე კომენტარი გააკეთა.
„ოხ, მზად ვარ! ვერ შევეკამათები იმათ, ვინც სრულ სისულელეს ამბობს. ახლა კრიტიკას აღარ ვიღებ (იცინის).
ჩემო მეგობარო, მე 13 წლიდან მაკრიტიკებდნენ, რასაც სიჩუმით ვპასუხობდი. მაგრამ ახლა, თუ რაღაცას იტყვით, რასაც არ ვეთანხმები, ავლაპარაკდები!
ყველა ქმედებას რეაქცია მოჰყვება. ილაპარაკეთ რაც გინდათ, მაგრამ ისიც მოისმინეთ, რისი მოსმენაც არ გსურთ." - წერს ბრაზილიელი „ტვიტერზე".
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის ტრანსფერი „ბარსელონადან" „პსჟ-ში" დღემდე ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია - პარიზულ გუნდს მისი შეძენა 222 მლნ ევრო დაუჯდა.