ავტორიზაცია

კარაგერი: "ჰოლანდი პრემიერ ლიგაში სიტუაციას ვერ შეცვლის – სიტი იქ მის გარეშეც კარგია"

კარაგერი: "ჰოლანდი პრემიერ ლიგაში სიტუაციას ვერ შეცვლის – სიტი იქ მის გარეშეც კარგია"
თარიღი 26 ივლ 2022, 19:32

"ლივერპულის" ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ ერლინგ ჰოლანდი "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარება.

"პრემიერ ლიგის ფავორიტად კვლავ "სიტის" მივიჩნევ, მაგრამ არა მგონია, რომ ჰოლანდმა ჩემპიონატის მოგების თვალსაზრისით მათთვის სიტუაცია მკვეთრად შეცვალოს, რადგან ახლაც იგებენ. 95-100 ქულას აგროვებენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 110 ქულის აღება უნდათ - სულ ამდენი თამაშდება".

"ვფიქრობ, ჰოლანდი "მანჩესტერ სიტისთვის" ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებისთვის ბოლო ელემენტი გახდება. "რეალის" წინააღმდეგ რომ ყოფილიყო, სტუმრად არ წააგებდნენ, მოიგებდნენ და ფინალში გავიდოდნენ. ჩემი აზრით, სწორედ ამ განსხვავებას შექმნის ჰოლანდი. არა მგონია, პრემიერ ლიგაში სიტუაცია მკვეთრად შეცვალოს, რადგან იქ "სიტი" მის გარეშეც კარგია".

"თუ შევხედავთ იმას, რაც "ლივერპულმა" გააკეთა, რათა "სიტის" დაწეოდა და 90+ ქულა აეღო, ალისონი და ვან დეიკი იყიდეს. აი ამ ფეხბურთელებმა ნამდვილად ყველაფერი შეცვალეს. იმ დონეზე მყოფ "ლივერპულს" შეუერთდნენ, რომელიც 75 ქულას აგროვებდა, ახლა კი მათი მიზანი 95 ქულაა".

"ვფიქრობ, "სიტი" ამ დონეზე უკვე არის, ამიტომაც არა მგონია, ჰოლანდი გუნდისთვის ასეთ ფეხბურთელად იქცეს. მაგრამ ასეთ თავდამსხმელთან ერთად "სიტის" ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი შესაძლებლობა გაუჩნდება", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Talksport-ი.

"გვარდიოლა ცოტა შეშლილია და ეს მომწონს", - ჰოლანდი მანჩესტერ სიტიში დებიუტის შემდეგ