რემსი იუვენტუსის ფეხბურთელი აღარ არის — მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყვიტეს
უელსელი ნახევარმცველი, აარონ რემსი "იუვენტუსის" ფეხბურთელი აღარ არის, იუწყება ტურინელთა ოფიციალური საიტი.
"ბებერმა ქალბატონმა" 31 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაუწყვიტა.
მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ივნისის ბოლომდე იყო გათვლილი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რემსი თანამშრომლობის გაწყვეტისთვის კომპენსაციის სახით 4 მილიონ ევროს ითხოვდა.
გამოცდილ ნახევარმცველს "ბიანკონერიში" 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. 2021/22 წლების სეზონში მან სერია ა-ში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.
გასული სეზონის მეორე ნახევარი რემსიმ გლაზგოს "რეინჯერსში" გაატარა. შოტლანდიის ჩემპიონატში აარონმა 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი შეაგდო.