ავტორიზაცია

პოგბა: "დიბალას ვკითხე, თუ რატომ არ რჩებოდა იუვენტუსში და მიპასუხა, რომ ადრე უნდა დამერეკა"

პოგბა: "დიბალას ვკითხე, თუ რატომ არ რჩებოდა იუვენტუსში და მიპასუხა, რომ ადრე უნდა დამერეკა"
თარიღი 24 ივლ 2022, 11:45

"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ თავდამსხმელ პაულო დიბალას ტურინული გრანდიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "ბებერი ქალბატონის" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "რომაში" გადავიდა.

"პაულოს ბევრი ველაპარაკე, ვკითხე, რატომ არ რჩებოდა, რათა ერთად კიდევ გვეთამაშა. მიპასუხა, რომ უკვე წასული იყო და ადრე უნდა დამერეკა... მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვხუმრობთ".

"მინდა ბედნიერი იყოს, ვიგრძენი, რომ "რომაში" გადასვლით კმაყოფილია", - განაცხადა პოგბამ DAZN-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, დიბალამ რომაულ კლუბთან 2025 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.