ავტორიზაცია

ვერნერს პრემიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა, თუმცა თავად სხვა კლუბს ანიჭებს უპირატესობას

ვერნერს პრემიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა, თუმცა თავად სხვა კლუბს ანიჭებს უპირატესობას
თარიღი 26 ივლ 2022, 21:47

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს.

როგორც Sport Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება, 26 წლის თავდამსხმელისადმი ინტერესს "ნიუკასლი" იჩენს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ვერნერს "ლაიფციგში" სურს დაბრუნება, მაგრამ გერმანულმა კლუბმა მის შესაძენად ჯერ რომელიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს.

გარდა ამისა, დაიწერა იმის შესახებაც, რომ "არისტოკრატთა" ფორვარდი "იუვენტუსის" სატრანსფერო სამიზნეთა სიაშია.

ვერნერი "ჩელსის" 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში მან 89 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.