უკავშირდება თუ არა მანჩესტერის ბაზაზე ფერგიუსონის გამოჩენა რონალდუსთან მიმდინარე მოლაპარაკებებს?

ცნობილი გახდა, თუ რატომ ეწვია "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ალექს ფერგიუსონი კლუბის ბაზას.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Manchester Evening News-ი ავრცელებს.
ლეგენდარული შოტლანდიელი ბაზაზე თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ვიზიტიდან ერთ საათში მივიდა. მაგრამ მისი გამოჩენა "ეშმაკუნებსა" და პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან არავითარ კავშირშია.
ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა - შეხვედრა რამდენიმე თვით ადრე იყო ჩანიშნული რონალდუსთან კავშირში არ არის.
მოგეხსენებათ, კრიშტიანუს მანიკუნიანელთა რიგების დატოვება უნდა და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში გადასვლის ვარიანტს განიხილავს, "ემიუ" კი ცდილობს იგი დარჩენაზე დაითანხმოს.