ავტორიზაცია

კლოპის ასისტენტის თქმით, არტეტა იწვევდა: "წარმოიდგინეთ იურგენისა და გვარდიოლას დამხმარეები არსენალში"

კლოპის ასისტენტის თქმით, არტეტა იწვევდა: "წარმოიდგინეთ იურგენისა და გვარდიოლას დამხმარეები არსენალში"
თარიღი 26 ივლ 2022, 22:38

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის ასისტენტმა, პეპ ლეინდერსმა განაცხადა, რომ "არსენალის" დამრიგებელი, მიკელ არტეტა იწვევდა.

"მიკელ არტეტამ მთხოვა მისი ასისტენტი გავმხდარიყავი, როცა მთავარი მწვრთნელობისთვის ემზადებოდა. რამდენიმე წლის წინ, ერთად გავიარეთ Pro ლიცენზიის მისაღებად კურსები. არსაიდან მოვიდა მისი თხოვნა".

"წარმოიდგინეთ პეპ გვარდიოლას და იურგენ კლოპის დამხმარეები "არსენალში". რა სიგიჟეა. მიკელი თავისი გრძნობების შესახე მესაუბრა: "არის განსხვავება, თუ როგორ თამაშობდა "ლივერპული" თქვენს მოსვლამდე და ამის შემდეგ". ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია, რომელიც ოდესმე მომისმენია".

"თავაზიანად ვუთხარი უარი. რამდენიმე თვის შემდეგ, "ლივერპულმა" პრემიერ ლიგა ბოლო 30 წელიწადში პირველად მოიგო", - ციტირებს ლეინდერსის სიტყვებს Mirror-ი.