ავტორიზაცია

რომანო: "ბაიერნი და ნაგელსმანი კეინში ახალ ლევანდოვსკის ხედავენ, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა"

რომანო: "ბაიერნი და ნაგელსმანი კეინში ახალ ლევანდოვსკის ხედავენ, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა"
თარიღი 26 ივლ 2022, 23:30

გავლენიანი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს თქმით, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს "ტოტენჰემის" ლიდერ ჰარი კეინში ხედავს.

"როგორც მითხრეს, "ბაიერნის" ბოსები და იულიან ნაგელსმანი ჰარი კეინს "რეკორდმაისტერისა" და გერმანული ფეხბურთის სტილისთვის იდეალურ ფეხბურთელად მიიჩნევენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ კეინს შეუძლია "ბაიერნისთვის" ახალი ლევანდოვსკი გახდეს, მაგრამ არსებობს პრობლემა, რომელსაც "ტოტენჰემი" ჰქვია".

"თავის მხრივ, "ტოტენჰემი" კეინის გაშვებას არ აპირებს. ამ ზაფხულს ეს ნამდვილად შეუძლებელია, სამომავლოდ კი "დეზებს" კეინისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება სურთ, რათა მომავალ ზაფხულს "ბაიერნის" მცდელობა გადალახონ", - წერს რომანო.

ცნობისთვის, 28 წლის ინგლისელს ლონდონურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი "რეკორდმაისტერმა" ამ ზაფხულს "ბარსელონაში" 50 მილიონ ევროდ გაყიდა.