ატლეტიკოს პრეზიდენტი რონალდუს შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა და ყველაფერს ფარდა ახადა
"ატლეტიკოს" პრეზიდენტი, ენრიკე სერესო "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
"არ ვიცი, ვინ გამოიგონა კრიშტიანუსა და "ატლეტიკოზე" ეს ისტორია. მისი გადმოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია", - ციტირებს "როხიბლანკოს" ხელმძღვანელის სიტყვებს COPE.
არსებული ცნობით, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა და მადრიდულ კლუბს ამ ტურნირის მოგების ერთ-ერთ პრეტენდენტად თვლის.
გარდა ამისა, ისიც დაიწერა, რომ რონალდუ გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან შესახვედრად კლუბის ბაზაზე გამოცხადდა.
მოგეხსენებათ, 37 წლის ფორვარდი "ეშმაკუნების" რიგებში გასულ წელს ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნდა და მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.