ავტორიზაცია

შმეიხელმა ახალ გუნდში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა

შმეიხელმა ახალ გუნდში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 27 ივლ 2022, 12:32

"ლესტერის" გოლკიპერი, კასპერ შმეიხელი საფრანგეთის ჩემპიონატში აპირებს გადასვლას, იტყობინება გავლენიანი გამოცემა L'Equipe.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის დანიელმა "ნიცაში" გადაბარგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

"მელიებთან" შმეიხელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება, მაგრამ შეიძლება ამ ზაფხულსვე უფასოდ წავიდეს, თუ "ლესტერი" მის შემცვლელს იპოვის, რაც ჯერ ვერ მოახერხა.

შმეიხელი ინგლისურ კლუბში 2011 წლიდან ირიცხება. გუნდთან ერთად მან 2016 წელს პრემიერ ლიგა მოიგო, 2021 წელს კი ინგლისის თასი.

გასულ სეზონში კასპერმა ყველა ტურნირზე ერთად 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 79 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა.