ავტორიზაცია

პიანიჩი: "ხავი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო, მის გვერდით მუშაობა რაღაც განსაკუთრებულია"

პიანიჩი: "ხავი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო, მის გვერდით მუშაობა რაღაც განსაკუთრებულია"
თარიღი 27 Jul 2022, 12:47

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებელ ხავის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობაზე ისაუბრა.

– ხავი დიდი ვარსკვლავი იყო, ახლა კი შენი მწვრთნელია. როგორია მასთან მუშაობა?

"ხავი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო ნახევარდაცვაში. აღტაცებით ვადევნებდი თვალყურს. ჩემი აზრით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია".

"მის გვერდით მუშაობა რაღაც გასაკუთრებულია. კარგი სეზონი გველოდება", - ციტირებს 32 წლის ბოსნიელის სიტყვებს Fanatik-ი.

მოგეხსენებათ, პიანიჩი "ბარსელონას" 2020 წლის სექტემბერში "იუვენტუსიდან" შეუერთდა, გასული სეზონი მან იჯარით თურქულ "ბეშიქთაშში" გაატარა.