"პარი სენ ჟერმენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია", - პარიზელთა ახალწვეული
პარიზელთა ახალწვეულმა, ნორდი მუკიელემ "პარი სენ ჟერმენს" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი უწოდა.
მოგეხსენებათ, 24 წლის ფრანგი მარჯვენა მცველი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს "ლაიფციგიდან" შეუერთდა.
"მშობლიური ქალაქის გუნდში თამაში ოცნებაა", - ციტირებს ახალგაზრდა უკანახაზელის სიტყვებს პარიზული კლუბის ოფიციალური საიტი.
"პარიზის რეგიონში გავიზარდე, კონკრეტულად მონტრეში, ამიტომაც "პსჟ"-ში თამაში ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის და ჩემი ოჯახისთვის უდიდესი პატივია. ბედნიერი ვარ, აქ ყოფნისთვის თავდაუზოგავად ვმუშაობდი".
"ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო, ვცდილობ ყოველდღე ვიმუშაო, რათა ფეხბურთში უმაღლეს დონეს მივაღწიო".
"ცხადია, ჩემი "პსჟ"-ში ყოფნა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ამტკიცებს იმას, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩემს მიერ გაწეული სამუშაო დამიფასდა".
"ნამდვილად ბედნიერი ვარ და ახლა მუშაობა უნდა განვაგრძო ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდი, გავაგრძელო გაუმჯობესება უახლოეს წლებში", - დასძინა მუკიელემ.