ავტორიზაცია

აგენტმა მანჩესტერის ბოსებს რონალდუს გაშვება მოსთხოვა — 3 კლუბი, სადაც შეიძლება კრიშტიანუ ვიხილოთ

აგენტმა მანჩესტერის ბოსებს რონალდუს გაშვება მოსთხოვა — 3 კლუბი, სადაც შეიძლება კრიშტიანუ ვიხილოთ
თარიღი 27 ივლ 2022, 13:57

ცნობილი გახდა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გუშინ თავის აგენტ ჟორჟე მენდეშთან ერთად ინგლისური გრანდის ბაზაზე გამოცხადდა, რათა ხელმძღვანელობასთან და მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან საკუთარი მომავალი განეხილა.

Partidazo de COPE-ს ინფორმაციით, მენდეშმა "ეშმაკუნებს" 37 წლის ფორვარდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება და მისი იჯარით გაშვება მოსთხოვა, რათა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს.

როგორც აღინიშნება, რონალდუს აგენტი "ჩელსისთან", "ბაიერნთან" ან "ატლეტიკოსთან" შეთანხმებას ეცდება.

მოგეხსენებათ, კრიშტიანუ "ემიუში" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნდა და მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.