ავტორიზაცია

დიბალა: "პირველი კითხვა, რომელიც მოურინიოს დავუსვი, შემდეგნაირად ჟღერდა: "რის მოგებას ვაპირებთ?"

დიბალა: "პირველი კითხვა, რომელიც მოურინიოს დავუსვი, შემდეგნაირად ჟღერდა: "რის მოგებას ვაპირებთ?"
თარიღი 27 ივლ 2022, 15:17

"რომას" ახალწვეულმა, პაულო დიბალამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რაზე ელაპარაკა რომაულ კლუბში გადასვლის წინ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს.

"პირველი კითხვა, რომელიც მწვრთნელს დავუსვი, შემდეგნაირად ჟღერდა: "რის მოგებას ვაპირებთ?". მეც მიყვარს გამარჯვება და მასაც. მოურინიომაც და კლუბის ხელმძღვანელობამაც გარანტიები მომცეს".

"დიდ თავდაჯერებულობას ვგრძნობთ, ყველაფერი გვესმის. წინსვლა და დასახული მიზნებისკენ სწრაფვა ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმუმის ჩვენებას ვეცდები და გუნდისთვის ჩემი გამოცდილების გაზიარებას, რათა გავიმარჯვოთ".

"რომას" დირექტორს, მწვრთნელსა და პრეზიდენტს ბევრი ვესაუბრე. როცა ამიხსნეს, როგორ აშენდება ეს გუნდი, ეჭვი პრაქტიკულად არ შემპარვია", - ციტირებს 28 წლის არგენტინელის სიტყვებს Goal.com-ი.

მოგეხსენებათ, დიბალა "რომას" "იუვენტუსის" დატოვების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 2025 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.