ავტორიზაცია

აიაქსს ანტონის მანჩესტერ იუნაიტედში გაშვება არ უნდა და უზარმაზარ თანხას ითხოვს

აიაქსს ანტონის მანჩესტერ იუნაიტედში გაშვება არ უნდა და უზარმაზარ თანხას ითხოვს
თარიღი 27 ივლ 2022, 15:24

დიდი ალბათობით, "აიაქსი" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გარემარბ ანტონის "მანჩესტერ იუნაიტედში" არ გაუშვებს.

როგორც ცნობილი ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ი იტყობინება, ამსტერდამულ კლუბს 22 წლის ბრაზილიელთან განშორება არ უნდა, ამიტომაც მისი ფასი 80-დან 100 მილიონ ევრომდე გაზარდა.

ამ ზაფხულს ერედივიზიონის მოქმედი ჩემპიონის რიგები რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ უკვე დატოვა და კლუბი ახალგაზრდა გარემარბთან განშორების საჭიროებას ვერ ხედავს.

ჟურნალისტი, ჟაკ ტალბოტი De Telegraaf-ის ინსაიდერ მაიკ ფერვეის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავად ანტონის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა უნდა, მაგრამ "აიაქსი" მის გაშვებას არ აპირებს.

გასულ სეზონში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად ამსტერდამელთა ღირსება 33 მატჩში დაიცვა, 12 გოლი გაიტანა და 10 ასისტიც მიითვალა.