ავტორიზაცია

კანი: "რონალდუ პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ბაიერნის ფილოსოფიას არ მოერგება"

კანი: "რონალდუ პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ბაიერნის ფილოსოფიას არ მოერგება"
თარიღი 27 ივლ 2022, 15:32

"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო შეძენაზე მორიგი განცხადება გააკეთა.

"ეს საკითხი ჩვენს შორის განვიხილეთ. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ჩვენს საქმეს ცუდად შევასრულებდით. პირადად მე ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, რომელსაც ამ პლანეტაზე ოდესმე უცხოვრია".

"თუმცა, მივედით დასკვნამდე, რომ მიუხედავად მთელი ჩვენი პატივისცემისა, ამჟამინდელ სიტუაციაში რონალდუ "ბაიერნის" ფილოსოფიას არ მოერგება", - თქვა კანმა Bild-თან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ეშმაკუნების" რიგების დატოვება და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში გადასვლა უნდა.

რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნდა და მისი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.