ავტორიზაცია

კეინზე მოთხოვნა იზრდება — ბაიერნს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

კეინზე მოთხოვნა იზრდება — ბაიერნს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
თარიღი 27 ივლ 2022, 15:49

"ჩელსის" ხელმძღვანელობა "ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინისადმი ინტერესს ინარჩუნებს, იტყობინება Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი.

როგორც აღინიშნება, ფორვარდისადმი, რომელიც 28 ივლისს 29 წლის ხდება, "არისტოკრატთა" ყურადღება საკმაოდ მაღალია.

თუმცა, "ჩელსიში" ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჰარი "დეზებთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებენ, მას "ბაიერნში" უფრო გაყიდიან, ვიდრე რომელიმე ინგლისურ კლუბში.

კეინს ანტონიო კონტეს გუნდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში ჰარიმ ყველა ტურნირზე ერთად "ტოტენჰემის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.