ავტორიზაცია

პოგბას დაზიანებულ მუხლზე ოპერაციის გაკეთება არ უნდა და მკურნალობის სხვა გზებს ეძებს

პოგბას დაზიანებულ მუხლზე ოპერაციის გაკეთება არ უნდა და მკურნალობის სხვა გზებს ეძებს
თარიღი 27 ივლ 2022, 16:52

"იუვენტუსის" ცენტრალურ ნახევარმცველს, პოლ პოგბას ტურინული გრანდის შეკრებაზე მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ ოპერაციის გაკეთება არ უნდა.

მოგეხსენებათ, ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ახალი გუნდის ვარჯიშზე მარჯვენა ფეხის მუხლი დაიზიანა. შემდეგ დადგინდა, რომ მას მენისკის ტრავმა აქვს, რის გამოც შესაძლოა ორი თვე იუქმოს. ასეთ დაზიანებას ზოგ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

თუმცა, როგორც La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, ფეხბურთელმა ოპერაციაზე უარი განაცხადა.

პოგბამ "იუვენტუსის" განკარგულება დატოვა, რომელიც წინასასეზონო მზადებას აშშ-ში გადის. იგი ექიმებთან კონსულტაციის გასავლელად იტალიაში დაბრუნდება. პოლმა "იუვენტუსს" დრო სთხოვა იქამდე, სანამ ქირურგიული ჩარევის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

პოგბას გარემოცვა ცდილობს დაეხმაროს ფეხბურთელს იმის გაგებაში, საჭიროა თუ არა მის შემთხვევაში ოპერაცია. ფრანგი კიდევ რამდენიმე შემოწმებას გაივლის, რათა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა კონსერვატიული მეთოდებით გამოჯანმრთელება.

გასულ სეზონში 29 წლის სუპერვარსკვლავმა, რომელმაც ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, პრემიერ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და 9 ასისტი მიითვალა.