ავტორიზაცია

მანჩესტერმა კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა — ლისანდრო მარტინესი "წითელი ეშმაკია"!

მანჩესტერმა კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა — ლისანდრო მარტინესი "წითელი ეშმაკია"!
თარიღი 27 ივლ 2022, 18:19

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "აიაქსის" აწ უკვე ყოფილ მცველს, ლისანდრო მარტინესს კონტრაქტი გაუფორმა.

არგენტინელი "ეშმაკუნების" ღირსებას 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, 24 წლის უკანახაზელის ტრანსფერი მანიკუნიანელებს 57+10 მილიონი ევრო დაუჯდათ.

აღსანიშნავია, რომ ლისანდროს დაცვის ხაზის ცენტრში, მარცხენა ფლანგზე და ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

გასულ სეზონში მარტინესმა ყველა ტურნირზე ერთად "აიაქსის" ღირსება 36 მატჩში დაიცვა და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.