ავტორიზაცია

ოფიციალურად: ნაპოლიმ მორიგი ტრანსფერი განახორციელა

ოფიციალურად: ნაპოლიმ მორიგი ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 27 ივლ 2022, 18:30

"ნაპოლიმ" სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის, კიმ მინ ჟეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

იტალიურმა გრანდმა 25 წლის ფეხბურთელი "ფენერბაჰჩედან" დაიმატა და მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის - გამოსასყიდ თანხას.

ამასთანავე, როგორც აღინიშნება, "ნაპოლიში" კიმის კლაუსულა 45 მილიონი იქნება და ეს პუნქტი მხოლოდ უცხოური კლუბებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ აზიელმა უკანახაზელმა "ფენერბაჰჩეში" მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. იქამდე იგი ჩინური "ბეიცზინ გოანისა" და კორეული "ჩონბუკ ჰენდაი მოტორსის" ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში კიმმა ყველა ტურნირზე ერთად სტამბულელთა მაისურით 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.