ავტორიზაცია

ვერნერს სასურველი გუნდი შერჩეული ჰყავს, მაგრამ ტუხელს მისი გაშვება არ უნდა

ვერნერს სასურველი გუნდი შერჩეული ჰყავს, მაგრამ ტუხელს მისი გაშვება არ უნდა
თარიღი 27 ივლ 2022, 18:39

"ლაიფციგი" მზად არის მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი დაიბრუნოს.

გერმანულმა კლუბმა 26 წლის ფორვარდის ტრანსფერზე მუშობა დაიწყო, მაგრამ "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი წინააღმდეგია, წერს გავლენიანი გამოცემა Kicker-ი.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელთა დამრიგებელს ვერნერი არ მოსწონს და მათ დაძაბული ურთიერთობა აქვთ.

თავად ტიმო "ლაიფციგში" დაბრუნებას ისურვებდა, მაგრამ მისი ტრანსფერის გასაჩარხად კლუბმა ჯერ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს.

ვერნერი "ჩელსის" 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში მან 89 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.