ავტორიზაცია

BREAKING: ჟიულ კუნდე კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს!

BREAKING: ჟიულ კუნდე კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს!
თარიღი 27 ივლ 2022, 19:31

"სევილიას" ცენტრალური მცველი, ჟიულ კუნდე უახლოეს პერიოდში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება, იტყობინება გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებმა სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ძალიან მალე ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება.

აღსანიშნავია, რომ თავად 23 წლის ფრანგს "ლურჯ-ბროწეულისფრები" 4-წლიან კონტრაქტზე გასულ უქმეებზე შეუთანხმდნენ.

კუნდეს შეძენა კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის, ხავის განსაკუთრებული სურვილი იყო. გარიგების დახურვის შემდეგ, გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ესპანელი სპეციალისტის მოთხოვნები ბოლომდე შესრულდება.

ცნობისთვის, "სევილიას" მცველს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.