ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ რონალდუსთვის აზრის შეცვლა ვერ მოახერხა - პორტუგალიელი თავის პოზიციაზე მყარად დგას

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ რონალდუსთვის აზრის შეცვლა ვერ მოახერხა - პორტუგალიელი თავის პოზიციაზე მყარად დგას
თარიღი 27 ივლ 2022, 23:21

უდიდესი ალბათობით, ამ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს.

ორშაბათს თავდამსხმელი მანჩესტერში დაბრუნდა, რათა კლუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაემართა, მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი კი მის დარჩენაზე დაყოლიებას ცდილობდა.

თუმცა, The Times-ის ინფორმაციით, კლუბმა რონალდუსთვის აზრის შეცვლა ვერ მოახერხა. გასულ სამშაბათს გამართულ მოლაპარაკებებში რონალდუმ თავისი პოზიცია ბოლომდე გაიტანა - მას მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სურს ასპარეზობა.

„ემიუ“ ფეხბურთელის სურვილს გაგებით ეკიდება და ხაზი გაუსვა, რომ მზადაა ევროპის ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები მოისმინოს.

მიუხედავად ამისა, „იუნაიტედს“ ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ ფეხბურთელი კლუბში დარჩება და ახალ სეზონში გუნდის საკვანძო ფიგურა იქნება.