ავტორიზაცია

რონალდუს კარიერის გაგრძელების 4 ყველაზე რეალური ვარიანტი აქვს - მსურველების სიას ახალი გუნდი შეემატა

რონალდუს კარიერის გაგრძელების 4 ყველაზე რეალური ვარიანტი აქვს - მსურველების სიას ახალი გუნდი შეემატა
თარიღი 27 ივლ 2022, 22:08

კრიშტიანუ რონალდუს კარიერის გაგრძელების 4 ვარიანტი აქვს.

As-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელის შეძენის მთავარი პრეტენდენტი მადრიდის „ატლეტიკოა“, რომლის მწვრთნელი დიეგო სიმეონე ფიქრობს, რომ რონალდუს ტრანსფერი მის გუნდს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

ასევე, ფეხბურთელით ინტერესდება „ჩელსიც“, რომლის ახალმა მფლობელმა ტოდ ბოელიმ აგენტ ჟორჟე მენდეშთან გამართა მოლაპარაკებები და შეთანხმებასაც მიაღწია. თუმცა, კონკურენტის რიგებში ტრანსფერს „იუნაიტედი“ ეწინააღმდეგება. 

რონალდუს შეძენით ინტერესდებოდა „ბაიერნიც“. იულიან ნაგელსმანი ფიქრობს, რომ პორტუგალიელი გუნდში რობტ ლევანდოვსკის იდეალურად შეცვლის, თუმცა ხელმძღვანელობა ამ ტრანსფერის წინააღმდეგია, რადგან ფიქრობენ, რომ ასაკიდან გამომდინარე, კრირო უმაღლეს დონეზე ვეღარ ითამაშებს.

მეოთხე და ყველაზე ახალი გუნდი, რომელსაც რონალდუს უკავშირებენ - „ნაპოლია“. კლუბში მიაჩნიათ, რომ კრიშტიანუს შეუძლია დიეგო მარადონას დონის ვარსკვლავი გახდეს. ნეაპოლიტანელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხორხე მენდეშთან დიდებულ ურთიერთობაშია და ეს მას ტრანსფერის განხორციელების იმედს აძლევს.