ავტორიზაცია

ატლეტიკოს გულშემატკივრები რონალდუს ტრანსფერის წინააღმდეგნი არიან და განცხადება გამოაქვეყნეს

ატლეტიკოს გულშემატკივრები რონალდუს ტრანსფერის წინააღმდეგნი არიან და განცხადება გამოაქვეყნეს
თარიღი 27 ივლ 2022, 16:35

"ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს.

"იმის გათვალისწინებით, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი უბრალო ჭორზე უფრო მეტია, მასთან კონტრაქტის შესაძლო გაფორმებაზე აბსოლუტურ უსიამოვნებას გამოვთქვამთ. ეს 19 ივლისსაც საჯაროდ გავაკეთეთ სოციალური ქსელების დახმარებით".

"ზემოთნახსენები ფეხბურთელი "ატლეტიკოს" დამახასიათებელი ნიშნების საპირისპირო ღირებულებებს წარმოადგენს. ეს არის ძალისხმევის გაღების მზადყოფნა, კეთილშობილება, უბრალოება და თავმდაბლობა, რაც ახასიათებთ მათ, ვისაც ჩვენი ღირებულებების დაცვა უნდა".

"მაშინაც კი, თუ ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც აშკარა ჩავარდნა აქვს, ტიტულის მოგებაში დაგვეხმარება, მას არ მივიღებთ".

"ატლეტიკოსადმი" მიჯაჭვულობის გრძნობა - ეს ის არ არის, რასაც შეუძლია რომ მიაღწიოს, სამწუხაროდ. ამიტომაც, ვერასოდეს მიიღებს ჩვენს სიყვარულს და აღიარებას".

"სწორედ ამიტომ, ვთხოვთ კლუბს მასთან კონტრაქტის გაფორმების იდეაზე უარი თქვას, თუ ეს ვარიანტი ოდესმე განიხილება", - წერია "ატლეტიკოს" გულშემატკივართა საერთაშორისო ასოციაციის განცხადებაში.