"ეს ბიჭი ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს", - ნეიმარმა ყოფილ თანაგუნდელს უპასუხა

„პსჟ-ს“ შემტევმა ნეიმარმა თავის ყოფილ თანაგუნდელს, ტომა მენიეს უპასუხა.
რამდენიმე დღის წინ, ბელგიელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ბარსელონას“ ნეიმარის დიდი ქომაგი იყო, „პსჟ-ში“ კი, მისი აზრით, ბრაზილიელმა თავისი მაგია დაკარგა.
„ეს ბიჭი ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს.“ - წერს ნეიმარი სოციალურ ქსელში მენიეს განცხადების საპასუხოდ.
მენიე და ნეიმარი თანაგუნდელები იყვნენ, სანამ ბელგიელი 2020 წელს „პსჟ-ს“ თავიფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა.