ავტორიზაცია

აგენტის აზრით, ბარსელონა გამოძალვით არის დაკავებული, კლუბი კი პოზიციის შეცვლას არ აპირებს

აგენტის აზრით, ბარსელონა გამოძალვით არის დაკავებული, კლუბი კი პოზიციის შეცვლას არ აპირებს
თარიღი 28 Jul 2022, 14:24

უახლოეს დღეებში ფრენკი დე იონგი გადაწყვეტს, შეიმცირებს თუ არა ხელფასს „ბარსელონაში" დასარჩენად.

ნახევარმცველმა უკვე იცის, რომ „ბარსელონაში" თამაშის გასაგრძელებლად ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს. ამის შესახებ მას კლუბის წარმომადგენლებმა უთხრეს, მთავარი მწვრთნელის, ხავი ერნანდესის ხელმძღვანელობით.

ამჟამად, დე იონგის ხელფასი გადასახადების შემდეგ კლუბში დაახლოებით 12 მილიონი ევროა.  

ფეხბურთელის აგენტი ალი დურსუნი ხელფასის დაკლების კატეგორიული წინააღმდეგია. ის ფიქრობს, რომ „ბარსა" ერთგვარი გამოძალვით არის დაკავებული. თუმცა კლუბს არაფრის მოსმენა არ სურს: "ფრენკი ახალწვეულების რეგისტრაციას ვინ ვერ დაუდგება. ის ან ხელფასის დაკლებას უნდა დათანხმდეს, ან გუნდი დატოვოს."

უახლოეს პერიოდში შექმნილი ვითარება უნდა გადაიჭრას, 25 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „მან იუნაიტედი" და „ჩელსი" ინარჩუნებენ, ასევე მისთვის ბრზოლაში შესაძლოა „ბაიერნიც" ჩაერთოს.