ავტორიზაცია

მოლაპარაკებები დაწყებულია: სად გააგრძელებს კარიერას ლაზარე კუპატაძე?

მოლაპარაკებები დაწყებულია: სად გააგრძელებს კარიერას ლაზარე კუპატაძე?
თარიღი 28 ივლ 2022, 16:51

რამდენიმე დღის წინ, "დინამო ბათუმი" გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაზარე კუპატაძემ დატოვა და უკლუბოდაა.

ჩვენი ინფორმაციით, კუპატაძესთან აქტიურ მოლაპარაკებებს "დინამო თბილისი" აწარმოებს.

მოგეხსენებათ, თბილისური კლუბი ძირითადმა მეკარემ ანდრეს პრიეტომ დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

ყველაფერთან ერთად, კუპატაძე "დინამო თბილისის" ამჟამინდელი თავკაცის, გიორგი ჭიაბრიშვილის გამორჩეული მოთამაშეა.

ჭიაბრიშვილმა და კუპატაძემ 2018 წელს "საბურთალოსთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმეს.