ავტორიზაცია

"როცა სხვებს ეძინა, ის ვარჯიშობდა, ძალიან დაგვაკლდება", - გვარდიოლამ თავისი ყოფილი შეგირდი შეაქო

"როცა სხვებს ეძინა, ის ვარჯიშობდა, ძალიან დაგვაკლდება", - გვარდიოლამ თავისი ყოფილი შეგირდი შეაქო
თარიღი 28 ივლ 2022, 21:21

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, გუნდიდან ოლექსანდრ ზინჩენკოს წასვლაზე ისაუბრა.

უკრაინელი ფეხბურთელი 30+2 მილიონ ფუნტად „არსენალში“ გადავიდა.

„ალექსი აქ მოსვლისას პატარა უკრაინელი ბიჭუნა იყო, რომელმაც იჯარით ნიდერლანდებში ითამაშა და შემდეგ დაბრუნდა. ჩვენ მისი ისევ იჯარით გაშვება გვინდოდა, მაგრამ მან თქვა: „არა, დარჩენა მსურს.“

ის დარბაზში მაშინაც იყო, როცა ყველას ეძინა და დამატებით ვარჯიშობდა, როცა ვარჯიშები მთავრდებოდა. მან მითხრა: „ჩემი დროც მოვა.“ და მისი დრო ნამდვილად მოვიდა, ის აქ იყო, სათამაშოდ სულ მზად იყო და წარმოუდგენლადაც თამაშობდა.

ზინჩენკო ტოპ-კლასის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან დაგვაკლდება.“ - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.