ავტორიზაცია

სიტისთან ინგლისის სუპერთასის მატჩს ლივერპულის ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდება

სიტისთან ინგლისის სუპერთასის მატჩს ლივერპულის ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდება
თარიღი 28 ივლ 2022, 21:28

„ლივერპულის“ მეკარე ალისონი ინგლისის სუპერთასის მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.

ბრაზილიელმა გოლკიპერმა დაზიანება პრესეზონის დროს მიიღო და „მან იუნაიტედთან“ (0:4) მატჩის შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. რამდენიმე დღეა მან ვარჯიში განაახლა, მაგრამ თამაშისთვის მზად ჯერ მაინც არ არის.

ასევე, „სიტისთან“ გასამართ შეხვედრას კუნთის პრობლემების გამო გამოტოვებს, დიოგუ ჟოტაც.

„არა, ალისონს და დიოგუს მონაწილეობის შანსი არ აქვთ. ალიმ დღეს უფრო მეტი ივარჯიშა, ვიდრე გუშინ, ასე რომ „ფულემთან“ მატჩში ის მზად იქნება, მაგრამ ამ უქმეებზე - არა.

რაც შეეხება დიოგუს. ის ჩვენთან დიდი ხანია არ ყოფილა და როგორ უნდა ითამაშოს? სამწუხაროდ, მის გამოჯანმრთელებას დრო დასჭირდება.“ - აღნიშნა იურგენ კლოპმა.

„ლივერპული“ „მან სიტის“ სუპერთასის მატჩში 30 ივლისს 20:00 საათზე დაუპირისპირდება, „ფულემთნ“ პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩს კი 6 აგვისტოს გამართავს.