ავტორიზაცია

"ჩვენი სული და გულია, ძალიან გვჭირდება", - კლოპმა ლივერპულიდან შემტევის წასვლა გამორიცხა

"ჩვენი სული და გულია, ძალიან გვჭირდება", - კლოპმა ლივერპულიდან შემტევის წასვლა გამორიცხა
თარიღი 28 ივლ 2022, 21:17

იურგენ კლოპმა „ლივერპულში“ რობერტო ფირმინოს მომავალზე ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსმა“ მერსისაიდულ გუნდს ბრაზილიელის სანაცვლოდ 23 მილიონი ევრო შესთავაზა და „ლივერპული“ მის გაყიდვაზე დაფიქრდა.

ინგლისურ გუნდთან ბრაზილიელ შემტევს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

„ბობი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ამ გუნდის სული და გულია. ყველაფერი კარგადაა, ის გვჭირდება.“ - აღნიშნა „ლივერპულის“ მწვრთნელმა.