ავტორიზაცია

"რომ შეეძლოს, ლივერპულშიც წავიდოდა", - აგბონლახორს რონალდუს ერთგულების არ სჯერა

"რომ შეეძლოს, ლივერპულშიც წავიდოდა", - აგბონლახორს რონალდუს ერთგულების არ სჯერა
თარიღი 28 ივლ 2022, 21:14

„ასტონ ვილას“ ექს-ფორვარდმა გაბრიელ აგბონლახორმა აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს კლუბებისადმი ერთგულების არ სჯერა.

როგორც იცით, პორტუგალიელს „ემიუს“ დატოვება და ისეთ გუნდში სურს გადასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.

„რომ შეეძლოს, კრიშტიანუ ზაფხულში „ლივერპულშიც“ გადავიდოდა. მერსისაიდელები „ემიუს“ დიდი მეტოქეები არიან, მაგრამ საქმე თავად რონალდუშია. ის მზადაა ნებისმეირ გუნდში გადავიდეს, ოღონდ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს, გოლები გაიტანოს და ტიტულებისთვის იბრძოლოს.

არამგონია, რონალდუს რაიმე სახის ერთგულება ჰქონდეს „იუნაიტედის“, „იუვენტუსის“ ან „რეალის“ მიმართ.“ - აღნიშნა აგბონლახორმა.

ყველაზე აქტიურად, პრესა რონალდუს ტრანსფერს „ჩელსის", „ბაიერნს" და „ატლეტიკოს" უკავშირებს.