ავტორიზაცია

კონკრეტულად რა მოთხოვნა წამოაყენა რონალდუმ ორშაბათს კლუბთან შეხვედრის დროს და რა პასუხი მიიღო კლუბისგან?

კონკრეტულად რა მოთხოვნა წამოაყენა რონალდუმ ორშაბათს კლუბთან შეხვედრის დროს და რა პასუხი მიიღო კლუბისგან?
თარიღი 28 ივლ 2022, 10:39

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

ორშაბათს, პორტუგალიელი ფორვარდი მანჩესტერში დაბრუნდა და ხელმძღვანელობასთან თავის მომავალზე დაილაპარაკა. ერიკ ტენ ჰაგმა მისი დარჩენაზე დაყოლიება საცადა, თუმცა არ გამოუვიდა.

როგორც Daily Mail იტყობინება, პორტუგალიელმა „მან იუნაიტედს" უთხრა, რომ კონტრატქის გაწყვეტა სურს, რათა ჩემპიონთა ლიგის მონაწილე რომელიმე გუნდსი უფასოდ გადავიდეს. თუმცა, ხელმძღვანელობისგან მოისმინა, რომ კლუბი ამის გაკეთებას არ აპირებს, რადგან მათი პოზიცია არ შეცვლილა და მისი შენარჩუნება სურთ. გარდა ამისა, „მანჩესტერს" რონალდუს თაობაზე ოფიციალური შემოთავაზება არავისგან არ მოსვლია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რონალდუ არ აპირებს ბუნტის ატეხვას და პროფესიონალურად მოიქცევა. ოთხშაბათს, მან სამედიცინო შემოწმება გაიარა, გუნდის ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ „რეკსჰემთან" (4:1) მოგებულ მატჩს მიადევნა თვალი, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მთელი ეს პერიოდი, სანამ „იუნაიტედი" პრესეზონის ტურს გადიოდა, რონალდუ ფორმას ინდივიდუალურად ინარჩუნებდა.