ავტორიზაცია

რა თქმა უნდა მესისთან პაექრობა - გახმაურდა მთავარი მიზეზი, რის გამოც რონალდუ იუნაიტედში დარჩენას არც განიხილავს

რა თქმა უნდა მესისთან პაექრობა - გახმაურდა მთავარი მიზეზი, რის გამოც რონალდუ იუნაიტედში დარჩენას არც განიხილავს
თარიღი 28 ივლ 2022, 23:06

კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავის ლეო მესისთვის დათმობა არ სურს.

The Athletic-ის ინფორმაციით, არგენტინელზე წინ ყოფნა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა იმისა, რომ მან ამ ზაფხულს გუნდი შეიცვალოს.

გარდა ამისა, რონალდუს სურს ტურნირის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაშიც არ მისცეს მესის დაწევის საშუალება - ამჟამად, კრიშტიანუს 76 გოლი აქვს, ლეოს კი - 73.

ამ დროისთვის რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 140 გოლით, ლეო მესი კი მეორე ადგილზეა 125-ით.

ორი სხვა წასვლის მამოძრავებელი მიზეზი კი ტიტულებისთვის ბრძოლა და ოჯახური მდგომარეობაა.