ავტორიზაცია

"რონალდუ ლივერპულში გადავიდოდა, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს", - ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელი

"რონალდუ ლივერპულში გადავიდოდა, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს", - ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელი
თარიღი 29 ივლ 2022, 11:00

"ასტონ ვილას" ყოფილმა თავდამსხმელმა, გაბრიელ აგბონლაჰორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა "ეშმაკუნების" ხელმძღვანელობას გუნდის შეცვლის სურვილის შესახებ ამცნო, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ასპარეზობა.

"კრიშტიანუ ამ ზაფხულს "ლივერპულში" გადავიდოდა, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს. მერსისაიდელები "ემიუს" მეტოქეები არიან, მაგრამ საქმე თავად რონალდუშია".

"მზად არის ნებისმიერ გუნდში გადავიდეს, რომლის რიგებშიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, გოლებს გაიტანს და ტიტულებს მოიგებს.

"არა მგონია, რონალდუ "იუნაიტედის", "იუვენტუსის" ან "რეალის" ერთგული იყოს", - ციტირებს ინგლისის ეროვნული ნაკრების ექს-თავდამსხმელის სიტყვებს TalkSport-ი